Загрузка...
აკაკი წერეთელი - მუხამბაზი / akaki tsereteli - mukhambazi - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - მუხამბაზი / akaki tsereteli - mukhambazi


12:06 PM
აკაკი წერეთელი - მუხამბაზი / akaki tsereteli - mukhambazi


ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე,
სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე.

არ მშორდება მწუხარება და ჭირი,
მაგრამ მაინც სულ ვიცინი, არ ვტირი.

რას მიქვიან პირადი მწუხარებაი
- მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება!

ვიღას ახსოვს თავისი სატკივარი,
თუ სატრფოც ჰყავს იმ დროს მას ცოცხალ-მკვდარი?

მაგრამ იცით, ჩემი სატრფო ვინ არი?
- ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი!

ფეხშიშველა, თავზე ლეჩაქმოხდილი,
უგრძნობლად ჰხდის საწყალს საღათას ძილი!

თავს ვადგივარ მისი ჭირისუფალი;
თუმცა გულს მწვავს მწუხარების მე ალი,

მაგრამ მაინც ვიცინი სხვანაირად,
და მჭვრეტელთაც ესა აქვთ გასაკვირად:

"ჭირისუფალს მხოლოდ ცრემლი შვენისო!
ეს იცინის!.. როგორ არა რცხვენისოი!”

რა იციან, რომ ეს გული მკვდარია!...
რომ სიცილი ბევრჯელ ცრემლზე მწარია!...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1296 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0