Загрузка...
აკაკი წერეთელი - მუშის ნატვრა / akaki tsereteli - mushis natvra - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - მუშის ნატვრა / akaki tsereteli - mushis natvra


12:09 PM
აკაკი წერეთელი - მუშის ნატვრა / akaki tsereteli - mushis natvra


ვისაც რა უნდა უყვარდეს,
სულ სხვაა ჩემი ტრფიალი:
მიყვარს პირწმინდა ნამგალი,
მისი ყანაში ტრიალი!..

თავი მოუკვდეს ზოგიერთს,
რომ იტაცებენ სხვისასა…
საწყალ კაცს ჯიბეს აჭრიან,
ურცხვად ივსებენ ქისასა.

ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცოი
რად გავიშავო პირი მეი
გარს შემოვევლე ჩემს გუთანს!
ჩემი სახნისის ჭირიმე!

რად დავიბნელო სიხარბით
სამიწე წუთის თვალებიი
ხერხსა, ხელეჩოს, სატეხსა,
ნაჯახ-ცულს ვენაცვალები!..

რაც ჩემი ურმის არ არის,
სახლში არ შემიტანია!
ღმერთმა მაშოროს, რაც ჩემის
ოფლით არ გამიბანია!

ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!
თავი არ მომაქვს საკვეხნად,
თავდებად მაღლა ზეცა მყავს
და დედამიწა ამ ქვეყნად.

ვისაც ვინ უნდა უყვარდეს
სულ სხვაა ჩემი ტრფიალი,
სანამდი მადლით დამყურებს
საშვილიშვილოდ ღვთის თვალი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1205 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0