Загрузка...
აკაკი წერეთელი - მომაკვდავის ფიქრები / akaki tsereteli - momakvdavis fiqrebi - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - მომაკვდავის ფიქრები / akaki tsereteli - momakvdavis fiqrebi


12:10 PM
აკაკი წერეთელი - მომაკვდავის ფიქრები / akaki tsereteli - momakvdavis fiqrebi


თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!

ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა
თუკი გამოზდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსაი

არა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,
მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!
მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი
და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!

თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება
ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,
მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლეს
და ის იქნება თვით უკვდავება,

თუკი იმედი მე საიქაოს
გამყვა უკეთეს მომავალისა,
რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობა
იქნება შემგნე თვისის ვალისა!

დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება
ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა...
გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას
ხელს მოუმართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1383 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0