Загрузка...
აკაკი წერეთელი - იუბილე / akaki tsereteli - iubile - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - იუბილე / akaki tsereteli - iubile


12:13 PM
აკაკი წერეთელი - იუბილე / akaki tsereteli - iubile


ეს ჩემს თავზე რა მოსულაი სადა ვარი
სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი?
ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე,
ვინ ამინთო ამ ბოლოს დროს ლამპარი?

ყეენივით შემასკუპეს მაღლობზე,
ჩემს წინ დადგა თითქმის მთელი ქვეყანა;
მილოცვენ და მადლს მიხდიან... და რისთვისი
რა მიმიძღვის სამსახური მისთანაი

ქალი, კაცი, ერი, ბერი, ბავშვები,
გაურჩევლად ტომისა და წოდების,
აქ არიან, რომ გამიქრონ მიზეზი
ჩემი ტანჯვის და ჩემი ცეცხლმოდების!..

მაგრამ მე კი, რომ ვგონივართ, ის არ ვარ!..
სხვა იქნება მომავალი ის გმირი!..
მე უბრალო მიზეზი ვარ დღეის-დღის,
იმ მომავლის აჩრდილი რამ და პირი!

ჩემს სუსტ შრომას ეს აჭარბებს ყოველი!..
საამისო, აბა, რა მომიციაი
ეს ეკუთვნის ყოლიფერი მომავალს
და იმისი არის რეპეტიცია!

მაშ, ამნაირ ხალხის აღფრთოვანებას
შევუერთებ დღეს ჩემს სურვილს, გულისთქმას:
"ვაშა! ვაშა, სათაყვანო მომავალს!”
ამ-თავითვე წარვუგზავნი ჩემს სუსტ ხმას!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1091 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0