Загрузка...
აკაკი წერეთელი - იმერული სიმღერა / akaki tsereteli - imeruli simghera - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - იმერული სიმღერა / akaki tsereteli - imeruli simghera


12:26 PM
აკაკი წერეთელი - იმერული სიმღერა / akaki tsereteli - imeruli simghera


პატარა საყვარელო,
რისთვის მომიკალ გული?
გალიაში გაგზარდე,
ვით მაისის ბულბული.

შაქრით მყავდი გაზრდილი,
შენთვის ვლე კიდის-კიდე!
პატარა საყვარელო,
ცეცხლი რად მომიკიდეი

გული შენ მოგიძღვენი,
სულიც ხომ შემოგწირე!
პატარა საყვარელო,
შენ რაღად დამამცირეი

რომ დამგმე უმიზეზოდ
და გამცვალე სხვაშია;
მიჯობს დამწვა ცეცხლითა,
ან ჩამაგდო ზღვაშია!

პატარა საყვარელო,
ჩემო მკვლელო, უგულო,
გალიაში გაზრდილო,
გაზაფხულის ბულბულო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1191 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0