Загрузка...
აკაკი წერეთელი - სალამური / akaki tsereteli - salamuri - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - სალამური / akaki tsereteli - salamuri


12:28 PM
აკაკი წერეთელი - სალამური / akaki tsereteli - salamuri


გამიგონია, ვითომც ლერწამი
ობლის საფლავზე ამოსულიყოს
და თავის ქნევით, დამუქრებული,
მაღლა ზეცისკენ ის წასულიყოს,
რომ მიეტანოს იქ ჩვენის ქვეყნის
მწარე ამბავი და საჩივარი,
მაგრამ იმავ დროს ეშმაკის სული
დასტაკებოდეს გრიგალი ქარი,
გადაეღუნოს, გადმოეღუნოს
და მოეთხაროს სულ ძირიანა;
მერე ენახოს მწყემსს წაქცეული,
ხელში აეღოს პატარ დანა
და გამოეჭრას მას სალამური,
რომ მოწყენის დროს სული ჩაჰბეროს,
და მთა და ბარის დასატკბობელად
ააკვნესოსო და აატიროს.
ეს უნდა იყოს ის მაცდური ხმა,
პირველ მწყემსისგან მოგონებული;
აქ ისმის ცის და ქვეყნის ამბავი
ერთად შეთხზული… შეზავებული!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1143 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0