მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - პოეტი / akaki tsereteli - poeti
12:29 PM აკაკი წერეთელი - პოეტი / akaki tsereteli - poeti
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი, ხან არც ისა ვარ, არც ისა! გარემოების საყვირი, არც მიწისა ვარ, არც ცისა.
ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად, ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა; სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი ამ ჩემს გონება-გრძნობასა.
ეს გული, სარკედ ქცეული, ბუნების ნათავხედია: მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ, რასაც შიგ ჩაუხედია.
ენაც მას ამბობს, რაც სმენას სხვისაგან გაუგონია; ან თვალს უნახავს და ჭკუას გაუზომ-აუწონია!
თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ, სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა! შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1283 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|