Загрузка...
აკაკი წერეთელი - ობოლი / akaki tsereteli - oboli - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - ობოლი / akaki tsereteli - oboli


12:30 PM
აკაკი წერეთელი - ობოლი / akaki tsereteli - oboli


დედის ტკბილი რძის ჭირიმე!
ძუძუებს ვენაცვალები!!
ვინც მათი გემო არ იცის,
ახვეული აქვს თვალები.

ხელში ჩამიგდო ობოლი
კუდურმა დედინაცვალმა.
დამწყევლა ენაბოროტმა,
გამღალა მისმა მე თვალმა…

აღარც ვიზრდები, არც ვკვდები,
შევკვნესი სხვისა კერასა,
დედის სახელსაც ვერ ვამხელ,
ვაი ჩემს ბედისწერასა!..

დედას ვეძახი - "მამასა”,
ვეძახი მამას - "პაპასა”;
არც ერთი პასუხს არ მაძლევს
და იმან გამაკაპასა.

ოჰ, რა ძნელია ობლობა
და უძნელესი - გერობა!
დედინაცვალის დედობა,
მისი მოყვრული მტერობა!!.

დედის რძე თაფლი ყოფილა
და დედინაცვლის - ნაღველა:
დავლიე - ყელზე დამადგა,
ძირმწარედ წამომახველა!..

ისევ დედის რძის ჭირიმე,
ძუძუებს ვენაცვალები!
ოცნებით მაინც შევეტკბო,
სიცხადით განაწყალები!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1200 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0