მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - ქუთაისი / akaki tsereteli - qutaisi
12:31 PM აკაკი წერეთელი - ქუთაისი / akaki tsereteli - qutaisi
მშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისოი
შენი ციხე-გალავანი, ბევრჯერ სისხლით განაბანი, მიწასთან ვინ გაგისწორა, ერთხელ მტკიცე, ახოვანი?
თავს დაგყურებ აოხრებულს, ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს! ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს, ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!
ეგ ფაზისი თავმომწონი, სახელცვლილი დღეს რიონი, გულამღვრევით რას ბუტბუტებს, გადასული დროს მომგონი?
აგონდება ოქროს კრავი, ვით ქონება რამ უძრავიი და მრისხანე ზვირთებზედაც არგო, ფრთხილად მომცურავიი
შიგ იაზონ ელინებით, ვერ შემრთველი სურვილ-ნებით, მედეიას მომპარავი მედიასვე მანქანებითი
სადღა არის ოქროს სილაი შლამ-ტალახით ამოვსილა!.. მწუხრის ზეწარს დაუფარავს მაგის მზე და მაგის დილა!..
გარბის შენგან მგლოვიარე! ცრემლით ირწყვის არემარე და შავ ზღვასვე შეჰღრიალებს: "ჩემი ტანჯვა მიიბარე!”
მაგრამ, ჩემო ქუთაისო, ძალით სხვასთან შენათვისო! მოთმინება!.. მოთმინება!.. სევდით გული არ აივსო!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1896 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|