მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - სულიკო / akaki tsereteli - suliko
12:35 PM აკაკი წერეთელი - სულიკო / akaki tsereteli - suliko
საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: "სადა ხარ, ჩემო სულიკოი!”
ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო; გულის ფანცქალით ვკითხავდი: "შენ ხომ არა ხარ სულიკოი!”
ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა… თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო; მივეხმატკბილე ჩიტუნას: "შენ ხომ არა ხარ სულიკოი!”
შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა: "დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო; მას შევეკითხე შეფრქვევით: "შენ ხომ არა ხარ სულიკოი!”
დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა:
"ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო!
სამად გაშლილა ის ერთი: ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო, თქვენ ერთმანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩივი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა, და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა!
ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდი რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ, სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 5309 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სულ კომენტარები: 2 | |
2
aza
(2015-11-11 9:15 PM)
man es saqartvelos miuzgvnaaa
|
1
aza
(2015-11-11 9:14 PM)
analizi damiweret am leqsis vinmem
|
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|