Загрузка...
აკაკი წერეთელი - სიზმარი / akaki tsereteli - sizmari - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - სიზმარი / akaki tsereteli - sizmari


12:37 PM
აკაკი წერეთელი - სიზმარი / akaki tsereteli - sizmari


ერთხელ მხოლოდ, - ისიც ძილში, -
ქართველ ქალთა ვნახე კრება;
გეფიცებით, მისი ნახვა
ახლაც ისევ მენატრება!

ტახტზე იჯდა თამარ მეფე,
მომხიბლავი, ეშხიანი!..
მარცხნით უდგა თინათინი,
მარჯვნით - ნესტან-დარეჯანი.

გარს ეხვიენ სხვა ქალებიც,
როგორც მთვარეს ვარსკვლავთ კრება,
ცალ-ცალკე და ყველა ერთად,
სიცოცხლე და ნეტარება!..

შემოვიდა რუსთაველი,
ის სულმნათი და მგოსანი,
ხელში ეპყრა მოწიწებით
მისი "ვეფხის-ტყაოსანი”.

თაყვანი სცა სწორუპოვარს,
მის წინ მუხლი მოიყარა…
გაიღიმა ტახტზე მჯდომმა
და ცრემლები გადმოღვარა!..

მზის ჭიატის დარი იყო
უცნაური ის ღიმილი
და თვით გრძნობის ორჭოფობაც
ცრემლში იყო ჩალესილი:

მასაც მგოსნის თანაგრძნობა
გულში ედვა, როგორც ქალსა,
მაგრამ უნდა დაეჭირა
თავი, როგორც დედოფალსა!

ბრძანა: "გმადლობ, ვერ გადვიხდი,
როგორც მეფე, დღეს შენს ვალსა, -
უკვდავების მოსახვეჭად
მიგაპირებ მომავალსა!..”

მიუბრუნდა მერე იქ მდგომ
ნესტანსა და თინათინსა:
"თქვენ გილოცავთ ამქვეყნიურ
სიყვარულს და შვება-ლხინსა:

გიანდერძებთ საქმროდ ყველას
ტარიელს და ავთანდილსა,
რომ ქართველი ქართველ გმირად
გამოზრდიდეს შვილიშვილსა!”

ეს რომ ბრძანა, ნათელ სვეტად
გადმოეშვა ცისარტყელა:
აიტაცა შუქმა შუქი
და მას გაჰყვა თანვე ყველა!

მე კი დავრჩი… შემეშინდა!..
მიმოვავლე გარს თვალები
და რა ვნახე იმათ ნაცვლადი!..
სხვა ხალხი და სხვა ქალები!..

არც თამარი, არც თინათინ,
აღარც ნესტან-დარეჯანი!…
აღარც ერთს არ ეტყობოდა
ქართველობის რამ ნიშანი!..

გული დამწყდა!… გამეღვიძა,
ნაღვლიანად გამეცინა!..
ვთქვი: "ნეტავი არ მენახა,
საუკუნოდ დამეძინა!..”


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1162 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0