მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - ხალხური / akaki tsereteli - khalkhuri
12:38 PM აკაკი წერეთელი - ხალხური / akaki tsereteli - khalkhuri
მინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა.
ქვა უბეში ჩავიდევი, დამამძიმა, დამძალა!.. ქალო, შენი სიყვარული გამწარდა, ვით სამსალა.
ქვა ავიღე, გადავაგდე, მივუმატე ძველ ყორეს... ქალო, შენი სიყვარულიც გადვულოცე მეორეს!
იმ ქვას წვიმა დაასველებს, - ცრემლები - შენს სიყვარულს... მაგრამ წვიმა ქვას ვერ ალბობს და ცრემლები კაცის გულს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1134 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|