მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - ჭაღარა / akaki tsereteli - chaghara
12:40 PM აკაკი წერეთელი - ჭაღარა / akaki tsereteli - chaghara
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ, ძნელი ყოფილა ჭაღარა... ვეღარ გაჰკივის თამამად ჩემი დაფი და ნაღარა.
გული არ იშლის გულობას, მაგრამ ვერ მოსდევს ძალ-ღონე!.. ვარ ბევრი "ვაის” მნახველი და ბევრი "უის” გამგონე.
ამევსო გული წვეთ-წვეთად ნაღველითა და შხამითა, ისე, ვით საუკუნები - სხვადასხვა მრავალ წამითა.
მაშ რაღად მინდა სიცოცხლე მე, აწმყო-გამწარებულსა, თუ, ვისაც ვეტრფი, ვინც მიყვარს, ვხედავ მას აოხრებულსაი
მაგრამ იმედი, ცის ნიჭი, რომ გამიელვებს გლახ-გულსა, თავი ტარიელ მგონია, ოცნებით გარემოცულსა.
ვუხმობ ფრიდონს და ავთანდილს, მხარი მხარს მივცეთ, ხელი ხელს, ნესტან-დარეჯან ქაჯებს ჰყავს, მოელის ტურფა გამომხსნელს!
რა ვუყოთ, თეთრი მერიოს!? სისხლით შევღებავ ჭაღარას და სულ სხვა ხმაზე დავუკრავ ამ ჩემს დაფსა და ნაღარას.
მაგრამ ვაიმე, რომ ეჭვი მოუგზავნია ჯოჯოხეთს: მაცდურ სარკეში მახედებს, ოცნებას მიკლავს... გულს მიხეთქს!..
ამბობს: "ფრიდონ და ავთანდილ ჯერ ვერ გადიხდის ომსაო!... და შენც ტარიელს მოჰგავხარ ისე, ვით კატა ლომსაო”.
მართალი არის, მაგრამ რაი რისთვის დავკარგო იმედიი გმირს წინა-უძღვის ყოველთვის უძლური წინამორბედი!..
არა! აყვავდეს იმედი!... გულს ვერ გამიტეხს ჭაღარა!.. გმირებს უძახის... უყივის ჩემი დაფი და ნაღარა!..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1779 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|