Загрузка...
აკაკი წერეთელი - ციცინათელა / akaki tsereteli - cicinatela - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - ციცინათელა / akaki tsereteli - cicinatela


12:41 PM
აკაკი წერეთელი - ციცინათელა / akaki tsereteli - cicinatela


ჩემო ციცინათელა!
რად მიჰფრენ ნელა-ნელაი
შენმა შორით ნათებამ
დამწვა და დამანელა!

ანათებ და კარგი ხარ,
მე თუმც არას მარგიხარ!
ჩემი იყო, ის მინდა,
შენ კი სხვისი ბარგი ხარ!

აბრეშუმის პეპელა,
ფუტკარი და წურბელა,
შენზედ სარგებლიანი
შენ გენაცვალოს ყველა!

წურბელა მკურნალია,
მაგრამ ცოტა მყრალია…
მშიერი - სისხლის მტერი,
რომ გაძღება - მთვრალია!

მაშ რად მინდა წურბელაი
მან გული დამიბნელა!
ისევ შენ და ისევ შენ,
ჩემო ციცინათელა!

მეორე თაფლს და სანთელს
გვიკეთებს და სარგებელს
მით გვაძლევს, მაგრამ კბენით
გვისივებს ცხვირ-პირს და ხელს!

მაშ რად მინდა ფუტკარი,
მკბენარი, მოისარი?
ისევ ციცინათელა,
უწყინარი ის არი!

მესამე ტანს გვიმოსავს,
წყნარია და არ იქმს ავს,
მაგრამ უგნურებითა
პარკში იღრჩობს თავის თავს!

მაშ რად მინდა პეპელი,
უგნურად თავის მკვლელი,
და როგორ არ მერჩიოს
მასაც ციცინათელი?

ჩემო ციცინათელა,
საით ჰფრენ ნელა-ნელაი
მე ვარ შენი ერთგული,
სხვა მოგატყუებს ყველა.

მებრალები, - კარგი ხარ!
და ვაი, სხვის ბარგი ხარ!
სხვებს ბნელშიაც უნათებ,
მე კი დღეც არ მარგიხარ.

ნეტავ რისა გაქვს რიდიი
ჩემსკენაც გამოფრინდი,
ნათელი მომაფინე,
მეც გამინათე ბინდი!

კმა, რაც დღემდის ვიწამე;
აწ საყვარლად მიწამე
და მაშინ შენს სიყვარულს
დამავიწყებს მიწა მე!..

ჩემო ციცინათელა,
სადღა ჰფრენ ნელა-ნელაი
შენმა შორ-შორ ნათებამ
უდროოდ დამანელა!..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1258 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0