მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » გალაკტიონ ტაბიძე - უკანასკნელი მატარებელი / galaktion tabidze - ukanaskneli matarebeli
12:50 PM გალაკტიონ ტაბიძე - უკანასკნელი მატარებელი / galaktion tabidze - ukanaskneli matarebeli
ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი.
ვიცი, ამ წასვლას რა ეწოდება, - რა საჭიროა ეხლა გოდება. მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი,- ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის ნუთუ არვის არს პოეტის მეტი?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 5435 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|