მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ირაკლი აბაშიძე - დილა არის ახალი წლის / irakli abashidze - dila aris akhali tslis
12:56 PM ირაკლი აბაშიძე - დილა არის ახალი წლის / irakli abashidze - dila aris akhali tslis
თუმცა მიწას თოვლი ფარავს და მზის სხივით აღარ იწვის, გულში მაინც ცეცხლი ელავს, დილა არის ახალი წლის.
გაყინულა ნაკადული, წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის; გულს კი მაინც ზეიმი აქვს - დილა არის ახალი წლის.
ხეზე ჩიტი დაღვრემილა, თითქოს ფრენა აღარ იცის, გულს კი თითქოს ფრთა შესხმია - დილა არის ახალი წლის.
გაძარცულა ხის ტოტები, ზედ ფოთოლი აღარ იძვრის; გულს კი თითქოს სიო არხევს - დილა არის ახალი წლის.
ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ, გული სახლში აღარ იცდის; მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს - დილა არის ახალი წლის.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1346 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|