Загрузка...
ირაკლი აბაშიძე - მცხეთა / irakli abashidze - mckheta - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:25 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ირაკლი აბაშიძე - მცხეთა / irakli abashidze - mckheta


12:59 PM
ირაკლი აბაშიძე - მცხეთა / irakli abashidze - mckheta


თუ ყველაფერი არის სიზმარი,
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი?

რატომ ელვარებს უძველეს ქვაში
სამთავროს სვეტი მცირე და დიდი
ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში
რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი?

მე დაგანახვებ არმაზის მხარეს -
კედლებს, ნანგრევებს, მკვდარ ნაქალაქევს,
სადაც არაგვის უძლეველ მთავრებს
სძინავთ – ჩვენს ძველთა ძვალშესალაგებს.

და გაგახსენებ იმ დღეებს, როცა
მცხეთას ზღაპრული გახსნეს თაღები,
და ჩვენს წინ, როგორც მეორედ მოსვლა,
აღსდგნენ არმაზის სარკოფაგები.

ჩვენ აღტაცებით დავცქერით განძებს,
აკლდამის ქვებში მარჯვედ ჩასმულებს:
საოცარ თვლებით მოჭედილ თასებს,
საოცარ თვლებით ნაჭედ სასმურებს,

სურებს, გვირგვინებს, ლარნაკებს, ხონჩებს,
კვლავ ცოცხლობს რაღაც უცნობ წამალით…
(თუმცა ამაოდ ვეძებდით ჩონჩხებს -
ქვებში არ ჩანდა ძვლის ნატამალიც)

და მე ვფიცავდი თავსა და სინდისს,
ამ უცხოდ ნაჭედ განძის მპოვნელი,
რომ ყველაფერი არ არის ბინდი,
რომ არც სიზმარი არის ყოველი.

რომ იქნებ მათაც,
მიწიდან ახლა
ამ ძვირფას თვლებით რომ შემოგვხედეს,
სიზმრად მიაჩნდათ ყოველი ქვეყნად,
ამ უკვდავ განძის ძველ შემოქმედებს.

ჩვენ კი დღეს სწორედ,
ჩვენ კი დღეს სწორედ,
ათას წელს ქვებში მოწმედ დებულებს,
ათას წლის შემდეგ მაღლა ვწევთ სურებს,
სასმურებს, მათგან მოწოდებულებს.

არა, არ წაგყვეს,
არ წაგყვეს ჯავრი, -
თუ ბინდის ფერი არის ყოველი,
რატომ დგას, რატომ, დღეს მცხეთის ჯვარი,
რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1995 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0