Загрузка...
ანზორ აბულაშვილი - დავითი / anzor abulashvili - daviti - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ანზორ აბულაშვილი - დავითი / anzor abulashvili - daviti


7:08 PM
ანზორ აბულაშვილი - დავითი / anzor abulashvili - daviti


რა ზღაპარი და რა მითი,
ოდეს მეფობდა დავითი!
მის ქებად სიტყვა მღალატობს:
ვინც მტერს უჯაბნელს -
სჯაბნიდა,
მოყვასს,
ქვეშევრდომს არასდროს
არ დახედავდა მაღლიდან.
ბრძენი, უებრო სარდალი,
„მაღალი, უხვი, მდაბალი",
ჩაგრულთ შემწე და ქომაგი,
ქართლში მესიის ბადალი.
სამართლიანი, მოწყალე,
კირითხურო და სწავლული,
მარადის ძილშიც ცოცხალი,
შვილთ ცრემლით საფლავნამული.
რაც აქ ვთქვი,
ქვეყნის კიდემდე
იცნობდნენ სწორედ ამითი,
სამწყსოს ეღვენთა სიკეთედ,
აი, ვინ იყო დავითი!
გარეთ რომ დუშმანს ჰკვეთავდა,
შინ მეზვრის კვართი ემოსა...
ვისზეც მეფობდა,
ნეტამც მათ,
ნეტამც იმ საქართველოსა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1348 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0