Загрузка...
ანზორ აბულაშვილი - მოხერხებული ძაღლი / anzor abulashvili - mokherkhebuli dzaghli - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ანზორ აბულაშვილი - მოხერხებული ძაღლი / anzor abulashvili - mokherkhebuli dzaghli


7:13 PM
ანზორ აბულაშვილი - მოხერხებული ძაღლი / anzor abulashvili - mokherkhebuli dzaghli


ესაო და მესაო,
მივყვეთ თხრობის წესსაო;
ერთ მშვენიერ გაზაფხულზე,
ერთ მშენიერ დღესაო
ერთი ცხვარი წაბაკუნდა,
შეერია ტყესაო,
რა თქმა უნდა, უღრანი ტყე
აბარია მგელსაო;
არც მას დაუგვიანია,
თვალი ავად ჰკვესაო:
- ახლა სადღა გამექცევი,
დაგიბნელებ მზესაო! -
მაგრამ, დახეთ,
ამბავს გეტყვით
მართლა საკვირველსაო:
უცებ იმ ცხვრის -
ქოფაკივით
ყეფა შესძრავს ტყესაო,
წამს ცხვრის ტყავი გადაიძრო,
კბილი გაილესაო...
მგელმაც ძალი მოიცა და,
მართლაც ფერი-ფერსაო,
მაგრამ ყურშა უძლეველი
აღარ აცლის ბევრსაო.
რაც იმ მგელს დღე დააწია,
ის შავი დღე მტერსაო,
კბილი ყელში გაუყარა -
ფარის შიშის მგვრელსაო...
მწყემსებმა კი სიხარულით
ქუდები ჰკრეს ჭერსაო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1155 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0