მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - ვეღარ ვაპატიებ ზამთარს ... / zviad kechakmadze - veghar vapatieb zamtars ...
10:09 AM ზვიად კეჭაყმაძე - ვეღარ ვაპატიებ ზამთარს ... / zviad kechakmadze - veghar vapatieb zamtars ...
ასდიოდა მიწას, თოვლის სურნელი... მთელი ღამე, რა ლამაზად თოვდა... ქარი, თითქოს მეძახოდა, სულელი... და სიყვარულს მერამდენედ მთხოვდა...
იყო, თოვა, ქარი ხეებს არხევდა... კანკალებდნენ, დათოვლილი ტოტები... თოვლი დილას, თეთრ საბანში ახვევდა... და წარსულში გამქრალიყო ფოთლები...
მთვრალი მთვარე, მიცინოდა მაღლიდან... დილაც თითქოს, გათენებას ლამობდა... რომ მეგონა: არასოდეს გამცვლიდა... მთვარეც თურმე, შენს სიყვარულს სწავლობდა...
ღამე მუდამ, სასთუმალთან მეჯდა... ოთახში კი, შუაცეცხლი ენთო... ქარი ქროდა, გარეთ... წარსულს გლეჯდა... თურმე, როგორ მყვარებიხარ, ღმერთო...
და წავედი, რომ მეგონა - შევძლებდი გარეთ, დილა... დათოვლილი იწვა... თოვლში, ქარში, ფეხშიშველა გეძებდი... შენი სუნი ასდიოდა მიწას...
არ მინდოდა, მაშინ, თოვა უშენოდ... გულს გითმობდი, სიყვარულით გამთბარს... იქნებ ახლა, მთვარეს მაინც ვუშველო... თორემ, ვეღარ ვაპატიებ ზამთარს...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1146 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|