მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ ... / zviad kechakmadze - mikvirs, cockhali rom var ...
10:10 AM ზვიად კეჭაყმაძე - მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ ... / zviad kechakmadze - mikvirs, cockhali rom var ...
მომეცი ხელი, ადგომა შევძლო... რომ სიყვარული, გაჩუქო წრფელი... მცივა ზამთარი, უშენოდ ვერ ვძლებ... და გაზაფხულის ლოდინით, გელი...
რაც მქონდა, ისიც არ შემარჩინეს... მიკვირს აქამდე, ცოცხალი რომ ვარ... ზამთრის სიცივე ვერ შემაშინებს... და გაზაფხულზე იებად, მოვალ...
ძვალსა და რბილში ატანს სიცივე... წამართვეს გული, შეცვალეს ახლით... მე ვარ წარსული, მაინც იგივე... უშენოდ, სხვაგან არა მაქვს სახლი...
მე მაინც შენი სუნთქვით ვიცოცხლებ... არადა ფიქრებს, არა აქვს ბოლო... ერთი წამია თურმე, სიცოცხლე... და მაინც, დღემდე, ბოლომდე ვბრძოლობ...
სტრიქონებს, შენზე ფიქრით ვაოცებ... ირგვლივ, ნისლების თეთრი მოლია... ზამთარში თოვლად მოვალ, გაკოცებ... და დაგიტოვებ ტუჩებს, თოვლიანს...
ვერ შემაშინებს მერე, ზამთარი... ვერც ქარი, სულ რომ სხვაგან მივქონდი... ვცოცხლობდი, შენი კოცნით გამთბარი... და მაინც, ისევ შენზე ვფიქრობდი...
ფიქრებს უშენოდ, შველა არ ვთხოვე... დათბება მალე, და შენთან მოვალ... შემინდე, სული ზამთარს ვათხოვე... ამიტომ მიკვირს, ცოცხალი რომ ვარ...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1138 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|