Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - მარტივად ... / zviad kechakmadze - martivad ... - 8 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:34 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - მარტივად ... / zviad kechakmadze - martivad ...


10:11 AM
ზვიად კეჭაყმაძე - მარტივად ... / zviad kechakmadze - martivad ...


შეხედე,
ცხოვრებას მარტივად...
რას შეცვლი, წარსულზე ფიქრით...
ვინ იცის,
იქნება, მარტი ვარ...
ან დრო ვარ, ასე რომ მიქრის...

ნუ დარდობ,
რაც უკვე წავიდა...
ნუ ეძებ წარსულში, აწმყოს...
რითმებად,
მოგძებნი თავიდან...
რომ მერე, ლექსები ვაწყო...

წარსულმა,
წლები რომ იარა...
ვინ იცის, დაიწყო როდის...
იქნება ეს,
თოვლი კი არა...
გრძნობაა, თოვლად რომ მოდის...

შეხედე,
ცხოვრებას ადვილად...
აჩუქე წამები წუთებს...
ოღონდაც,
გიყვარდე ნამდვილად...
რომ შენთვის, სიკვდილი მსურდეს...

იარაღს მიმიზნებს წარსული...
დე მომკლას,
უკვდავი როდი ვარ...
სიცოცხლეს რითმებით ვასრულებ...
და მერე, ლექსებად მოვდივარ...

მითხარი,
წარსული სად არის...
ან გზა – გავლილი დღენი...
გაქრება ცხოვრება – ზღაპარი...
დარჩება ზღაპარი ჩვენი...

არ ღირს უმიზნო ლოდინი...
რა იცი,
იქნება მარტი ვარ...
წარსული მაწევს ლოდივით...
ვსწავლობ ცხოვრებას მარტივად...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1214 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0