Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - ითოვოს დილამდე ... / zviad kechakmadze - itovos dilamde ... - 8 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 1:59 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - ითოვოს დილამდე ... / zviad kechakmadze - itovos dilamde ...


10:14 AM
ზვიად კეჭაყმაძე - ითოვოს დილამდე ... / zviad kechakmadze - itovos dilamde ...


ახალ წელს,
თოვლივით მოვალ და...
გაჩუქებ,
მთელი წლის ფიქრებს...
შენ მხოლოდ სიცოცხლე მომანდე...
სამარის კარამდე ვიფრენთ...

და მერე,
ითოვოს დილამდე...
ახალ წელს დაასწროს მოსვლა...
მე მინდა,
თოვლივით მიყვარდე...
შენს ტუჩებს ვაჩუქო კოცნა...

თოვლივით ფაქიზი როდი ვარ...
ყოველ წელს,
ვშორდები წარსულს...
ახალ წელს,
თავიდან მოვდივარ...
სხვაგვარად სიცოცხლე არ მსურს...

ვითოვებ,
დილიდან დილამდე...
და თეთრად მოვხატავ სურათს...
ეს ღამეც,
სიყვარულს მივანდო...
სულში კი, დამთოვოს სულაც...

და თოვლი,
გარეთ რომ ორსულობს...
ფანტელი,
სადღაც რომ მირბის...
ახალი წელი მოსულა...
ძველი, წარსულში მიდის...

შეხედე,
თორმეტიც გამხადარა...
და ზეცა, ფერებად იწვის...
ამ ღამეს,
პერანგი გავხადე...
და ახლა, შიშველი მიცდის...

დავიწყებ ცხოვრებას თავიდან...
ბედობას, გაჩუქებ ვარდებს...
მე თოვლი,
სხვა ფერი არ მინდა...
ფიფქები,
შენ მინდა, გგავდეს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0