Загрузка...
ზვიად კეჭაყმაძე - შენი კოცნა მშია ... / zviad kechakmadze - sheni kocna mshia ... - 8 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - შენი კოცნა მშია ... / zviad kechakmadze - sheni kocna mshia ...


10:15 AM
ზვიად კეჭაყმაძე - შენი კოცნა მშია ... / zviad kechakmadze - sheni kocna mshia ...


ღამე აშიშვლებს ფიქრებს...
ახლაც ღამეა, ვფიქრობ...
უშენოდ ვეღარ ვითმენ...
და ვერც სიყვარულს ვიქრობ...

ახლა გნატრობ და ისევ...
ტანს მეტმასნება, ფიქრი...
წყურვილს რომ კოცნით მივსებ...
ერთად, სადღაც რომ მივქრით...

შენი ხორცსავსე ტანი...
სევდანარევი მზერა...
ისევ, დავკარგე თავი...
და ახლა, იმის მჯერა...

სადღაც ობლად რომ გდია...
ჩემი ოცნება, ჩუმი...
მე შენი კოცნა, მშია...
ხელში მიჭირავს გული...

ტანზე დაგისვამ თითებს...
მკერდზე გაკოცებ, ურცხვად...
ვნებააშლილი, ფიქრებს...
ტანზე მოგახვევ უხვად...

ტუჩებს დაგილბობ კოცნით...
ყელზეც გაკოცებ, ფრთხილად...
შენი ვიქნები ხორცით...
შენში დავრჩები ტკბილად...

თმებს აგიწეწავს სუნთქვა...
თავს დაგავიწყებს, წამით...
მინდა ქვეყანას ვუთხრა...
რა ლამაზი ხარ, ღამით...

მაგ თეძოების რხევით...
ვნება აშლიათ, რითმებს...
მე შენს ტუჩებში ვდნები...
ვინ იცის, გკოცნი იმდენს...

ღამეს, დილისფრად ვღებავთ...
და სიყვარულის ბუღში...
ტანგოს რითმებზე ვცეკვავთ...
ეშმაკს ვაგიჟებთ სულში...

და ავაფეთქებ ღამეს...
მკლავზე დაგიწვენ, დაღლილს...
მერე, გიამბობ რამეს...
და შემოგახვევ მანდილს...

ცა, ნისლისფერი, მაღლა...
თითქოს ღრუბლებთან ვიწვე...
ღამეს შევატყვე დაღლა...
შენ კი, ხელახლა მიწვევ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2503 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0