მთავარი » 2014 » აგვისტო » 8 » ზვიად კეჭაყმაძე - ვედრება / zviad kechakmadze - vedreba
10:17 AM ზვიად კეჭაყმაძე - ვედრება / zviad kechakmadze - vedreba
უფალო ახლა, ისე გიწამე... ისე ახლოა, გზის დასასრული... შენი თვალები ყველგან მიცავენ... მე კი, მეძახის ჩემი წარსული...
უფალი, ახლა ისე ახლოა... განგებას ვერსად ვერ დავემალე... მე სადღაც აქვე, შორიახლო ვარ... ხელში მიჭირავს მთვარე მთვლემარე...
უფალო, ახლა ისე გიწამე... უფალო, ახლა მე ისე მჯერა... მე სინანულით ვიხსენებ წამებს... უღმერთოდ როცა შემეძლო ფრენა...
ხელით ნაფერებ სიტყვებს გაჩუქებ... სამაგიეროს არავის მოვთხოვ... ზამთარში, თოვლის ბედი მაწუხებს... და დეკემბერის სიცივით მოვთოვ...
უფალო, შენგან რჩევას, სულ ველი... მირჩიე ახლაც და მას ვიწამებ... გავფრინდე ცაში, როგორც ღრუბელი... თუ, ისევ აქვე, დავრჩე მიწაზე...
უფალო, მინდა ლოცვა ვიცოდე... გულს კი, შეეძლოს სევდის ატანა... რომ სიყვარულის ცეცხლში ვიწვოდე... და ვერ ვამჩნევდე, ცბიერ სატანას...
ეს სიყვარული, ღმერთივით სუფთა... ერთადერთია, რაც რამ მაბადია... უღმერთოდ მიჭირს და ვეღარ ვსუნთქავ... ღმერთო გეხვეწები, ახლაც მაპატიე...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1354 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|