Загрузка...
გივი ავალიანი - ბრმა განწყობა / giolrgi avaliani - brma gantskoba - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » გივი ავალიანი - ბრმა განწყობა / giolrgi avaliani - brma gantskoba


8:03 AM
გივი ავალიანი - ბრმა განწყობა / giolrgi avaliani - brma gantskoba


მე ახლაც ვხედავ, როგორ ზიხარ ტაძარში ჩუმი,
მოდი, ძვირფასო, საკუთარი სული გამანდე,
ყველა სიზმარში ამგვარ ტაძარს გარშემო ვუვლი,
შენ გაფითრდები როს დაითვლი ციდან სამამდე.

წირვა დასრულდა, მსხვერპლშეწირვის დრო დადგა უკვე,
წირვა დასრულდა და დატოვო გინდა ტაძარი,
უთვისტომოებს დავყვები და ბნელში გზას ვუკვლევ,
შეშინეული საკუთარ თავს ადრე ვბაძავდი.

შენ ისევ მშვიდი, მომლოდინე და უფრო ნაზი,
ვერაფრით ხვდები, ჩემს სურვილში როგორ გაები...
მიმიკა შენი არ გულისხმობს ღიმილს მონაზვნის,
ღიმილი შენი არ გულისხმობს რამე ღვთაებრივს.

და რახან მარტოს აღარ გტოვებ არცერთ სტრიქონთან,
და რახან მარტოს არ მიტოვებ ახლა სტრიქონებს,
ჩვენი ნაპირი ტალღას სადღაც ზღვაში მიჰქონდა,
ეჰ, რა იქნება ჩვენს ბინაში თვითონ მიგვქონდეს?!

მე ახლაც ვხედავ, როგორ ტირი ტაძარში ჩუმი,
მოდი, ძვირფასო და მომავლის დარდი გამანდე,
ყოველ საღამოს საკუთარ თავს გარშემო ვუვლი,
როცა ვფითრდები , ვეღარ ვითვლი ციდან სამამდე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1103 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0