Загрузка...
გივი ავალიანი - დღეა ჩვეულებრივი / giolrgi avaliani - dghea chveulebrivi - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » გივი ავალიანი - დღეა ჩვეულებრივი / giolrgi avaliani - dghea chveulebrivi


8:04 AM
გივი ავალიანი - დღეა ჩვეულებრივი / giolrgi avaliani - dghea chveulebrivi


დღეა ჩვეულებრივი... სული ვერ დავამშიე,
უჩვეულო არაა, მიჭირს ქების მოხდენა,
ისტორიას აჩუქებს ეს საღამო ნაშიერს,
მერე თვალის ახელით ზღვის გაყოფა მოხდება.

მიჭირს სინამდვილიდან სასურველის გატანა,
ჩრდილის საბან დახურულ ყოფნას ისე ვასრულებ,
ვერ ვპოულობ სიზმრებში მეტაფორის ნატამალს,
როცა მოგონებებით ამოივსო სასულე.

არარსებულ გრაგნილზე მომავალი მოვხაზე,
აწი , ჩაძიება და ამოხსნაა აფსურდი.
არ მეტყობა უფალო ნუთუ მიხრვრა-მოხვრაზე,
როდის დავიწყები და ბოლოს როდის დავსრულდი?!

თუმც რატომღა ვკითხულობ - ბედს არასდროს ვუჩივი,
ძაღლი აღარ უყეფს და გულზეც არ ეხატება,
ახლა ბოროტებაა მეტნაკლებად გულჩვილი,
ხოლო სინანულია მობუზული ხატებთან.

მორჩა, ეს დღეც ჩაბარდა ისტორიას უმწეოდ,
ქუჩა-ქუჩა მეძება , ვერ მიპოვნა ღირსებამ,
შენ მუდამ მიმეორებ : ნაყოფს აკვანს ვურწევ-ო,
განუკითხავ ღამეებს ძეგლი არ ეღირსებათ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1159 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0