Загрузка...
გივი ავალიანი - თან-ხმოვანი / giolrgi avaliani - tan-khmovani - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » გივი ავალიანი - თან-ხმოვანი / giolrgi avaliani - tan-khmovani


8:06 AM
გივი ავალიანი - თან-ხმოვანი / giolrgi avaliani - tan-khmovani


გულჩათხრობილი საღამოა, როგორც განწყობა,
გიმარცვლავ ღმერთს და გადამყავხარ სიკეთის მიღმა,
აღსარებაში ვიღაც თავის ცოდვებს აწყობდა,
აღსარებულმა სინამდვილემ არ გამიღიმა.

სულ გეხვეწები, რომ მუდარა ხსნა არ გეგონოს,
დღესაც გვითვლიან გასულ დღეებს, როგორც გასასვლელს,
მთელი სამყარო გიკარნახებს ჩემზე ნეკროლოგს,
შენ კი ვერ დაწერ ოცნებობა, რომ შეგასწავლე.

უცოდველობამ ჩვენს ბინაში დახრა აკვნები,
ბავშვებს - ბავშვობა შიშველ ტანზეც კი არ ერგებათ.
კეთილდღეობას ამაღამ თუ შემოაკვდები,
მეც დავნებდები... გამაყოლოს შენს გზას ეგება.

აღსარებაში ვიღაც თავის ცოდვებს აწყობდა,
ბედი სუსტი გაქვს. სულის ზრდაში აღარ ერევი.
გულჩათხრობილი საღამოა, როგორც განწყობა,
გიმარცვლავ ღმერთს და ვერ ვიპოვნე ზუსტი ბგერები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1235 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0