Загрузка...
გივი ავალიანი - ლოცვის ხაზზე / givi avaliani - locvis khazze - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » გივი ავალიანი - ლოცვის ხაზზე / givi avaliani - locvis khazze


8:07 AM
გივი ავალიანი - ლოცვის ხაზზე / givi avaliani - locvis khazze


ხარ უდაბნოში. უდაბნოა უფრორე შენში,
მოჩვენებათა არ აგროვებ ახლა ნიმუშებს.
თითქოს მოდუნდი და ტკივილთა გვემას შეეშვი,
მერე ადექი და საკუთარ სულთან იმრუშე.

ეძებ არავინ-ს, ელოდები როცა თვისტომებს,
სუნთქავ ლოცვებს და გზას ინათებ უდიადემოდ,
ხალხს ყველაფერი, ღმერთისთვის კი ცოდვებს იტოვებ,
მზერით ბაბილონს გოდების ხმა რომ მიადევნო.

მიწამ მიირთვა რახანია შენი სიზმრები,
დასანანია,ვერ იქცევი ქვემოთ ვენახად.
დღე დღეს არ მისდევს,მაინც იჭერს. ხიბლში იზრდები,
და უნებურად ხასიათიც შემოგენახა.

შეინახავდი სასოებას ალბათ ისედაც,
თუმც ახირება, რომ არ იყო, იყო დროული.
წეღან ეშმაკი შენს სიკეთეს ბადით მისდევდა,
და ბოროტება გაიძახდა : ღმერთსაც მოვუვლი.

ხარ უდაბნოში...ყლაპავ ნერწყვს და სინდისს აყოლებ,
სულზე იშუშებ ბაბილონს და სუნთქავ ოხშივარს.
დღეს ქედმაღლობა დაემალა შენს თანატოლებს,
ახლა წერილს გწერ და მომავლის დახრულ ქოხში ვარ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1146 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0