Загрузка...
გივი ავალიანი - ჩემი გალაქტიკა / givi avaliani - chemi galaqtika - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » გივი ავალიანი - ჩემი გალაქტიკა / givi avaliani - chemi galaqtika


8:08 AM
გივი ავალიანი - ჩემი გალაქტიკა / givi avaliani - chemi galaqtika


ახლა საგიჟეში ვითვლი ამხანაგებს,
ფანჯრებს ავაკარი წყევლა გისოსებად,
როცა ჩემს სიცოცხლეს ხსოვნა აჩანაგებს,
სივრცე უნამუსო- ლოცვით იმოსება.

არ მსურს მონატრება ჩემზე ვაბატონო,
გვერდით ოთახიდან მისტვენს ამნეზია.
ზოგჯერ უმიზეზოდ მძულხარ ქალბატონო,
(წუხელ მგლების ხროვა მთვარეს დაესია).

მე კი ახლაც ვზივარ , ვითმენ სიფიცხემდე,
რომ არ შევაჩვენო მთელი გალაქტიკა.
მინდა სიგიჟეზე ლექსებს მიფიცხებდე,
თუმცა უიღბლობამ ბედი ამატკია.

სივრცე უნამუსო ლოცვით იმოსება,
ახლა საგიჟეთში ვითვლი ამხანაგებს.
ფანჯრებს ავაკარი თვლემა გისოსებად,
რასაც განვაგებდი, იგი არ განმაგებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1501 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0