Загрузка...
ნონა გიორგაძე - მაპატიე / nona giorgadze - mapatie - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:41 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » ნონა გიორგაძე - მაპატიე / nona giorgadze - mapatie


8:10 AM
ნონა გიორგაძე - მაპატიე / nona giorgadze - mapatie


მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი,
სულში გრძნობა ტკივილივით დავატიე,
თუმცა ევას მემკვიდრე ვარ, მაგრამ მაინც,
ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე.
მაპატიე დაბნეული თვალები და
გაზაფხულზე არ გაუწყრე მწყაზარ იებს,
მაპატიე მოპარული წამები და
დაზაფრული ოცნებები მაპატიე.
მაპატიე, თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქრობ
და ეს ღამეც მარტომ, თეთრად გავათიე,
მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლები და
ახლანდელი გულგრილობა მაპატიე...
მაპატიე ის ურითმო სტრიქონები,
გრძნობის ზღვაში ნატვრებად რომ ჩავაბნიე,
მაპატიე ეს ლამაზი მონატრება,
ეს უმწიკვლო მოდარდებაც მაპატიე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1413 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0