Загрузка...
თაკო დარბაიძე - ასე უყვართ ვარდებს / tako darbaidze - ase ukvart vardebs - 11 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 11 » თაკო დარბაიძე - ასე უყვართ ვარდებს / tako darbaidze - ase ukvart vardebs


8:15 AM
თაკო დარბაიძე - ასე უყვართ ვარდებს / tako darbaidze - ase ukvart vardebs


და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება
თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება.
როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება
ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა,
თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა,
ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი,
მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.

სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე,
იმედები სანთლებივით დაამაგრა სასანთლეზე.
ტკბილი იყო ორი სულის ერთსულოვნად არსებობა.
ნატრობდა, რომ გული ძველი სიყვარულით ავსებოდა

ახლა უკვე სულს რომ ღაფავს ღიმილი პირს დამჩნევია,
უიმედოდ მიტოვებულს ერთი ნატვრა დარჩენია.
რომ იხილოს მისი სახე, რომ შეახოს მიჯნურს ბაგე,
რომ ჩურჩულით ყურში უთხრას: " სიკვდილისთვის პასუხს აგებ.”


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1184 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0