Загрузка...
სიმონ ჩიქოვანი - ვინა სთქვა / simon chiqovani - vina stqva - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » სიმონ ჩიქოვანი - ვინა სთქვა / simon chiqovani - vina stqva


5:34 AM
სიმონ ჩიქოვანი - ვინა სთქვა / simon chiqovani - vina stqva


ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები – შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ჩემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4755 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 6
6 luka minjia  
0 Spam
magari leqsia

5 Nino  
0 Spam
Didebuli leqsia,simartlis momcvelia yoveli striqoni..

4 MARIKA  
0 Spam
kargi leqsia dzalian

3 ani ani ani  
0 Spam
Dzaan magari leqsia <3

2 ani ani ani  
0 Spam
wow

1 :* პოპოკა  
0 Spam
ვაიმეე როგორ მიყვარს ეს ლექსიიი

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0