Загрузка...
ხალხური - შემომეყარა ყივჩაღი / khalkhuri - shemomekara kivchaghi - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ხალხური - შემომეყარა ყივჩაღი / khalkhuri - shemomekara kivchaghi


5:37 AM
ხალხური - შემომეყარა ყივჩაღი / khalkhuri - shemomekara kivchaghi


შემომეყარა ყივჩაღი
საზღვარს მუხრანის გზისასა,
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა,
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც,
მიმყვანდა სიდედრისასა.
ან კი ცოლს როგორ მივცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰხვია,აკოცა,
მოზიდა ნაწნავს თმისასა,
შესტირა საბრალო ქალმა:
„ვაი ცოლს ცუდის ყმისასა!"
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა.
მაგრამ დაუცდა მუხანათს,
ვენაცვლე მადლსა ღვთისასა,
ახლა მე შემოუქნივე,
ვენდე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც მომიხვდა ქვიშასა,
არ იყო ღირსი,მოშორდა
ცქერას ნათელის მზისასა,
ცოლი სიდედრსა მივგვარე,
ის კი იქა სჭამს ქვიშასა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1218 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0