Загрузка...
ბექა ახალაია - ალტერნატივა / beqa akhalaia alternativa - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - ალტერნატივა / beqa akhalaia alternativa


5:49 AM
ბექა ახალაია - ალტერნატივა / beqa akhalaia alternativa


ნუ გეგონება,რომ ამ ლექსით რამეს ვუმიზნებ,
რასაც ჩამოვწერ,სატრაბახო ალბათ ვერც არი:
დავაბინავე მტვრიან სხვენში (ჩუმად) უვიზო,
არალეგალი (ახალგაზრდა) ორი მერცხალი.

გიჟი არა ვარ,თუ ჩავიცვამ ბოლო მოდაზე
და პანთეონში გადავკოცნი ხეებს წიწვიანს,
მარცხენა მხრებზე დაწოლილი მკვდრები როდესაც,
შუაღამისპირს დაბუჟებულ გვერდებს იცვლიან.

ნუ გაიკვირვებ,თუ ვიცინი,მაგრამ მალევე,
თუკი მარტივით დავიჭირე უცებ ავდრები,
ღვინოს გადავღვრი,თუმცა (იცი) მიყვარს დალევა,
ყანწს ავავსებ და ქლორიანი წყლით თუ დავთვრები.

არ გაგიკვირდეს,ნევროზი მაქვს რადგან ამჟამად,
ძილს გოგოსავით ყოველ ღამე ლექსით თუ ვაბამ,
არ გაგიკვირდეს,ღორის ხორცთან ტორტი თუ ვჭამე,
ანდა ელარჯი მივატანე ლეღვის მურაბას.

თუ გავცოცხლდები(ყველაფერი უცებ მბეზრდება
და სიმარტივეს შეგნებულად (რა ვქნა) ვართულებ)-
სიკვდილის კუდი დაღლილ გულზე რომ ჩამეზრდება,
როგორც სარეცხის გასაფენი ტყემალს მავთული

ნუ გაიკვირვებ,თუ არ მიღირს ჩირად ის წლები
და ვინმემ ჩემი ცოდვები თუ გამჩენს ახარა,
რა ვქნა ძვირფასო,ასეთი ვარ,ვერ შევიცვლები,
შეძლებ?გამიგე,თუ არადა...ამ ჩემს ჭაღარას!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1098 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0