Загрузка...
ბექა ახალაია - ვეცადოთ მუდამ (მოდი) / beqa akhalaia - vecadot mudam (modi) - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - ვეცადოთ მუდამ (მოდი) / beqa akhalaia - vecadot mudam (modi)


6:20 AM
ბექა ახალაია - ვეცადოთ მუდამ (მოდი) / beqa akhalaia - vecadot mudam (modi)


ვეცადოთ მუდამ,ჩვენი კარი სულ იყოს ღია,
ჩემი და შენი თვალებიდან ოთხპირი ქროდეს,
ასე თუ ისე,ახლა თითქმის ოჯახი გვქვია...
(ვკითხულობ ჯოისს,შენ კი მგონი აპირებ დოდეს)

ვეცადოთ მოდი,ნუ მოვუსმენთ კატების კნავილს,
(უფალს მადლობა მოდი თუნდაც ამაღამ ვუთხრათ)
ქარს რომ გლდანამდე აღარ ყოფნის თავისი თავი,
სულის შებერვით გადავუსხათ ჯანსაღი სუნთქვა.

ვეცადოთ მუდამ,ჩვენს ოთახში სულ ენთოს კვარი,
სულ მუდამ იდგეს ზომიერი შუქი და სითბო,
(სხვებისთვის ვიცი,მიზერია,ჩვენთვის კი კმარა)
სიგარეტს ვაგდებ,ქუჩას ხანძარს ვუკიდებ თითქოს-

ვეცადოთ მოდი,შეიტრუსოს აპრილი ხანძრით,
ზეცამ დაკარგოს უჩვეულოდ ლამაზი ქობა,
მოდი,გავიღოთ უშურველად ფული და განძი,
ოღონდ ტვინამდე არ მივიდეს ასეთი ცნობა:

,,გულიდან გაიპარა სიყვარული,
შემჩნეულ იქნა მარჯვენა მუხლთან,
სავარაუდოდ ფეხის ცერათითში იმალება!"


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1222 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0