Загрузка...
ბექა ახალაია - ი - ს / beqa akhalaia - i - s - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - ი - ს / beqa akhalaia - i - s


6:24 AM
ბექა ახალაია - ი - ს / beqa akhalaia - i - s


ა - 0 - რებულ წარსულს თუკი არად ჩავაგდებთ,
ვიცი, რომ ვეღარ დამამძიმებს აწი ცოდვები,
ვკვდები ძვირფასო (ასე მჯერა) ადრე (ვადამდე)
და რაც დრო გადის, ვგრძნობ, რომ უფრო მიახლოვდება

ღმ -1, ან უფრო მართებულად - ვუახლოვდები...
დახუჭულ თვალებს, მაგ მზერათა ძვირფას სამარხებს
აგიხელ (ხმება წამწამების ხშირი სათიბი),
არვინ მყოლია ჯერ ისეთი, როგორც შენა ხარ -

მ - 2 - დებული, ამავე დროს ასე თავხედი
(გვინდა ძალიან, მარტოები ტყეში ვსახლობდეთ),
შენ, ჩემო კარგო, ქალაქიდან ისე გახვედი,
არც მკითხე, მე კი დავეჩვიე ძველ და მახლობელ

3 - კიტნოში ხშირ სიარულს. როცა ჩამოხვალ,
თავს ჩაღუნავ და საწყალი ხმით ისევ მოჰყვები
ზღაპარს (ტყულის დიდი ნიჭი ვისგან გამოგყვა?),
აიკიაფებ (ვითომ გრძნობით) უცებ ლოყებზე

მ - 4 - ლამურე ცრემლის წვეთებს და რომ გამანდო -
შენც გრძნობ, რომ ისევ იმეორებ ადრე მიქარულს
და მე კი მივალ უეჭველად მარტივ დასკვნამდე:
ეჭვიანობას + ნდობა = სიყვარულს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1152 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0