Загрузка...
ბექა ახალაია - მოგზაური / beqa akhalaia - mogzauri - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - მოგზაური / beqa akhalaia - mogzauri


6:33 AM
ბექა ახალაია - მოგზაური / beqa akhalaia - mogzauri


ჭუჭყიან სამოსელს, გახვრეტილ მათარას არ ვიშორებ,
ჩრდილი მყავს, ათი წლით უმცროსი ჩემზე და ორი თავით
მაღალი. ცოდვისგან, ამდენი, სული ხომ გამისივდა,
წმინდაო უფალო, ცას ისე ნურასდროს დაადაბლებ,
რომ შენი ბოლთა და სიბრაზე შვილებმა გავიგონოთ.

მოხრილი ყავარჯნით, მივყვები გუბეებდაკერებულ
გზებს, აზრი არა აქვს, საითაც არ უნდა გაეშურო,
ყველა გზა მიგიყვანს ღამეში. თვალღია წავიძინებ -
მეც კი მყავს (სხვებივით) პატარა მტრები და მიხარია,
ასევე ზამთარი, ცუნამი, მიწისძვრა, ტაიფუნი

მერჩიან (სხვებივით). სოფლები, დაბები, ქალაქები,
ფეხით მაქვს მოვლილი, მშიერი, მწყურვალი მილიონჯერ
ვყოფილვარ, რამდენჯერ დაწყევლილ სიკვდილსაც გადავურჩი
და უკვე მომბეზრდა ამდენი უმიზნო ხეტიალი
და სახლში, რომელიც (რატომღაც) არასდროს არ მქონია

მინდა, რომ შევიდე, ბრმასავით ვიარო კედელ - კედელ
ხელების ცეცებით, ნესტი და სიცივე შევისუნთქო,
ისიც, რაც არ მოხდა, ვით ჩემი წარსული - გამახსენდეს,
ბიაზის ჭერი კი, სიბნელის ბუდეში, ას ვოლტიან
კვერცხს დადებს, მშვიდი და ცოტათი დაღლილი დრაკონივით...

წმინდაო უფალო, ცას ისე ნურასდროს დაადაბლებ,
რომ შენი ბოლთა და სიბრაზე შვილებმა გავიგონოთ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1245 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0