Загрузка...
ბექა ახალაია - მოგწერე: ,,სოფლის წყაროსთან მოდი“ / beqa akhalaia - mogtscere: ,,soflis tskarostan modi“ - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - მოგწერე: ,,სოფლის წყაროსთან მოდი“ / beqa akhalaia - mogtscere: ,,soflis tskarostan modi“


6:34 AM
ბექა ახალაია - მოგწერე: ,,სოფლის წყაროსთან მოდი“ / beqa akhalaia - mogtscere: ,,soflis tskarostan modi“


მოგწერე:,,სოფლის წყაროსთან მოდი",
ეგ მოსვლაც პირველ პაემანს გიგავს,
ღელავ,რომ თუთას მომტყდარა ტოტი,
გვიყვება რაღაც უძველეს იგავს.

გკოცნი და...წუხილს შენიდან წავშლი...
(ჩურჩულებ,თურმე მიკითხა დათომ)...
მიდგახარ თვალწინ შოლტივით ბავშვი,
მოგხიბლე (მიკვირს) როგორ და რატომ.

ლექსებით ნუთუ?..სხვა მაინც რითი?
ასეა მგონი...
მეგონოს დაე...
მაგრამ ხომ...(არის ლამაზი მითი),
არც იცი ლექსის
ანი და ჰაე...
სიყვარულს(სადღაც მიქრა და მოქრა),
ხუთივე გრძნობით მოვუწყვე პუტჩი,
ვისაც კი ლექსი ვუწერე ოხრად,
ჩავუშვი მერე სანაგვე ყუთში...

შენ კი სულ სხვა ხარ,როცა გწერ მოდი,
მოდიხარ,მოსვლა არავის გიგავს,
გაღელვებს-თუთას მოტყდარა ტოტი-
თითქოსდა ბებო ეყრდნობა ბიგას.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1171 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0