Загрузка...
ბექა ახალაია - რეინკარნაცია/ beqa akhalaia - reinkarnacia - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - რეინკარნაცია/ beqa akhalaia - reinkarnacia


6:42 AM
ბექა ახალაია - რეინკარნაცია/ beqa akhalaia - reinkarnacia


შენ ,,მე" იყავი, ,,ის" იყავი, ,,შენ" კი თავისთა-
ვად შენ იყავი,ახლაც ხარ და ასე იქნები
ყოველთვის.პაპამ შეგასწავლა ალბათ ავის და
ცუდის გარჩევა,წაგაკითხა საღვთო წიგნები,

ან წერა-კითხვა არც იცოდი(ხოდა დავუშვათ
ახლაც არ იცი),მაგრამ მაინც წერდი შაირებს
გამთენიისას,როცა ვიწრო სარკმლის ცხაურში
მზე შემოდის და მარილივით სითბოს გაირევს.

თოთხმეტი წლისას უკვე გქონდა აბჯარი ხისა
(თუნდაც) გული კი რკინის,ხოდა ეტრფოდი ოქროს-
თმებიან ასულს.დაშლიდი და აწყობდი ისევ
ყორეს,ცხოვრების ბილიკივით საშინლად ოკროს.

მერე კი იყო დიდი ბრძოლა,პირველად მოკვდი
ომში.ხანჯლები შაოსნებმა ჯვრებივით დარგეს
თქვენს საფლავებზე.მოსახდენი მალევე მოხდა
და მგლის ლეკვები დაიზარდეთ კიდევაც ალგეთს.

შემდეგ ცოტა ხნით ჯარჯი გახდი,მტერი და რისხვა
ჯიხვების.მოწყდი,დაენარცხე ხერხემლის ტეხვით
მიწას.მერე კი ქვიშა ლოკე მისხალ და მისხალ
მწარედ მოსთქვამდა მოკლულ შვილზე სადღაც ძუ ვეფხვი,

მერე თვითონვე ისაუბრე ბალადით ღმერთთან
თამამად(ყველა ქართველში ხომ ნამდვილად ტოკავს
პოეტი),ისევ დაიღუპე ცხრა ძმასთან ერთად
(ცრემლი მოაწვა) და გაუტყდა თებრონეს კოკა.

მოკვდი,გაცოცხლდი ბევრჯერ,ახლა ,,ის"-ში და ,,მე"-ში
დაიდე ბინა,ჩვენც შენსავით ჯიუტად ვივლით,
სვავებს მივუგდეთ მილიონი მოსისხლე ლეში,
ხანჯლის ღარში კი ჩარჩენილა სულების ფხვნილი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1360 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0