Загрузка...
ბექა ახალაია - ტესტი / beqa akhalaia - testi - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - ტესტი / beqa akhalaia - testi


6:46 AM
ბექა ახალაია - ტესტი / beqa akhalaia - testi


დილიდან ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს საწყალი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა:

A)ზიხარ მარტო,რძიან ყავას კოფეინს პარავ,
ცერად უყურებ ჩვენს (ჯერ კიდევ) აღუთქვამ კავშირს,
გიყვარვარ უფრო (ამ ეტაპზე) თუ უფრო არა,
ვერ გაერკვიე ჯერ-ჯერობით საკუთარ თავში.

B)აღარ გხიბლავს ჩემი თვალის ცისფერი ბეზე,
არ გახსოვს,ჩვენთვის თავის თავს რომ არ თმობდა შინდი,
ანუ გკიდივარ მთელი გულით ორივე ფეხზე,
ოხრად გაქვს დრო და დროებითი გართობა გინდა.

C) როცა წვები,ჩემზე ფიქრობ,გარეთ კი ამ დროს,
ზეცა სიბნელეს ყელთან იკრავს გაბზარულ მთვარით,
შენსავით მაშინ არვინ მეტრფის და არვინ მდარდობს...
(ქუჩიდან აღსდგა გარდაცვლილი (ლაზარე) ქარი).

ვფიქრობ და ვფიქრობ,რა მოხდება ხვალე და აწი,
ვერ გიყოფ სხვასთან (როგორც ხედავ) სადაო ნობათს,
ქალი ხარ მაინც,რას გაგიგებს პოეტი კაცი,
და ასე უნდა შეგიმოწმო ჩემდამი გრძნობა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1192 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0