Загрузка...
ბექა ახალაია - უძღები ქმრის დაბრუნება / beqa akhalaia - udzghebi qmris dabruneba - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:03 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - უძღები ქმრის დაბრუნება / beqa akhalaia - udzghebi qmris dabruneba


6:47 AM
ბექა ახალაია - უძღები ქმრის დაბრუნება / beqa akhalaia - udzghebi qmris dabruneba


მოვდივარ,ბევრგან დასერილი (შიშველი) ფეხით,
ვამჩნევ,თანდათან ძილივით რომ მერევა დაღლა,
უბრალოდ მე ვარ(მეოცნებე),უბრალოდ გლეხი,
მოვდივარ მარტო,ხმის გამცემი არავინ მახლავს.

ალბათ მრავალჯერ გახუნებულ სიზმრებში მნახე,
აღარ გგონივარ სამკალად თუ სათიბად მყოფი,
მომაგონდება შენი სახე...ლამაზი სახე-
შუბლზე შიგნიდან მივიხატავ სევდიან პროფილს.

იქნებ გეგონე დიდი ხნის წინ ქალაქში მკვდარი,
იქნებ სიცრუე უშურველად გაჭამა ჩიტმა,
ამ დროს კი შენი უღირსი და უძღები ქმარი,
უკუნ ღამეებს უძინარი მაჯამად ვრითმავ.

ვეცემი,ვდგები,ვეცემი და მოვდივარ მაინც,
მოვაღწევ მალე(იმ ქარაფის ხახაში ვსახლობთ),
ყველა შეცდომას ჩავაყოლებ მინავლულ დაისს,
ოღონდ ჩემს სახლში დავბრუნდე და ოღონდ შენ გნახო.

ასაღამურდა.ვიწრო კვამლი აუვათ ქოხებს,
(სოფლის კაცებმა მოითავეს კამათი ხველით),
დაგიჩოქებ და ორივე ხელს მუხლებზე მოგხვევ,
შენ კი უბრალოდ...შენ კი თავზე დამადე ხელი!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1272 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0