Загрузка...
ბექა ახალაია - შებრუნება / beqa akhalaia - shebruneba - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - შებრუნება / beqa akhalaia - shebruneba


6:51 AM
ბექა ახალაია - შებრუნება / beqa akhalaia - shebruneba


რაც მართალია,მართალია,შენ ჩემო ა ქ ე ბ,
მიწაში რომ ხარ,ზევითა ხარ ორი იმდენი,
ცხოვრობ მშობლების ნაყიდსა და ჭერიდან ნაგებ
სახლში(მოყვარე გემდურის და მტერი გენდობა)...

აღმოსავლეთით თუ ჩაიყვან ბინდისას,ანდა
დასავლეთიდან ამოიყვან ძმაო თუ შენ მზეს,
მე გპირდები,რომ ყოველ დილით არყით და ლუდით
ისევ გრადუსში შეგაბრუნებ ნაბახუსევზე.

შენ ვერ ატარე ვერტერივით სხვა და სხვა მოდის
ვნებები,ისევ მეორადებს იზომებ ვნებებს,
შენ როცა იშვი,ადექი და მაშინვე მოკვდი,
შენს დაბადებას,რომ მოკვდები,იზეიმებენ...

თან B პუნქტიდან A პუნქტამდე ხაზების გასმას
(ე.ი.უკუღმა) შეეჩვიე ლექსის რაინდი,
შენი ცხოვრების(ხო,აწ უკვე) მიზანმა,აზრმა-
იმ ერთმა გოგომ,შენს გულში რომ ბინა დაიდო,

ასობით ბარელ სისხლგამოვლილ საკუთარ გულზე,
ხარ უიმედოდ და ცალმხრივად შეყვარებული...
ყოველ კვირადღე შენ იმ გოგოს თვალებში უმზერ
და სიგარეტით ჭერი როგორ შეიბოლება.

ის როცა მოდის,წვერს იპარსავ ძალიან სუფთად,
მერე შემოსულს შენს ოთახში(შუა კარიდან),
რა დაშავდება,თვალებში რომ უკუღმა უთხრა
(ჩუმად):,,რ ა ხ რ ა ვ ყ ი მ რ ე ი ლ ძ,რ ე ი ლ ძ,ნ ე შ ე მ,ა ი თ ა ნ !"


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1159 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0