Загрузка...
ბექა ახალაია - ჩვენით ვამაყობ / beqa akhalaia - chvenit vamakob - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - ჩვენით ვამაყობ / beqa akhalaia - chvenit vamakob


6:53 AM
ბექა ახალაია - ჩვენით ვამაყობ / beqa akhalaia - chvenit vamakob


ჩვენით ვამაყობ,ვიამაყებ ქვეყნად თუ რამით,
ვატყობ,მომიწევს უეჭველად შენი მხილება-
გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,
ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.

სიზმრის ემბრიონს ოფლიანი ზურგით მივათრევ,
შეინარჩუნა (წუხანდელი) სიომ ის ტონი
და სპილენძისფერ ვაზნასავით გდია კვირადღე,
სულ ცოტა ხნის წინ ამოსული მზეა ფისტონი.

მხოლოდ სიმთვრალე დამიტოვა ღამემ ნადავლად,
შეყვარებულის სანახავად მიზეზს ვინ ილევს-
მაღ.კორპუსიდან იმ უცნაურ ხიდის გადავლით,
ბაგების ტყეში რომ დაგიკრეფ ცვრიან გვირილებს,

მერე ცოტა ხნით ჩამოვჯდები(ოდნავ გავაშრო)...
თვალს მომაშტერებ სიამის და ვნების ნაზავით,
შენს ბაგეებზე ღიმილი თუ ტალღას თამაშობს,
ჩემს ბაგეებზე იღელვა და ჩადგა ზღვასავით.

ჩვენით ვამაყობ,საამაყო არის თუ რამე,
ალბათ მომიწევს უეჭველად შენი მხილება-
გიყვარს ძალიან (როგორც ვიცი) დილის ბურანი,
ჩემი ჩვევაა სადმე პარკში შემოდილება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1251 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0