Загрузка...
ბექა ახალაია - ცნობისმოყვარე / beqa akhalaia - cnobismokvare - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ბექა ახალაია - ცნობისმოყვარე / beqa akhalaia - cnobismokvare


6:54 AM
ბექა ახალაია - ცნობისმოყვარე / beqa akhalaia - cnobismokvare


ვინმემ ამ ლექსზე იქნებ იფიქროს, ვითომ არც ღირდა,
მაგრამ შენთან ხომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს,
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ტობა - ვარჩხილთან,
მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი.

რამ გამახსენა, ქარი თელას რომ მუხლზე იმტვრევდა...
გავიმეორებ, თავხედი ვარ და რახან გავბედე:
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ხომაკირდესთან,
მაინტერესებს, ცხოვრებაში თუ გათხოვდებოდი.

ალბათ იხსენებ, სიო შენს თმას რომ ყელზე იხვევდა...
უკვე ის დროა, ბედის ხუშტურებს აღარ დავნებდე,
მე რომ ერთხლაც მკვდარი ვეპოვნეთ რუხის ციხესთან,
მაინტერესებს, შავ სატინის თუ გაახუნებდი.

არ დაივიწყო - პოეტთან ღმერთიც მუდამ აგებდა...
ვხვდები, შენთან რომ ვერ გავექცევი ნაჩვევ ტირადებს:
მე რომ ერთხელაც მკვდარი ვეპოვნეთ ნოქალაქევთან,
მაინტერესებს, კოლხი ქალივით თუ მიტირებდი.
...................
ეს ღამეც ისე, ჩვეულებრივად გადის და აქვე
ახლოს, დუქანში ღვინოს დავტყუებ ნაცნობ მიკიტანს,
ვხედავ, კოჯორზე ნახევარმთვარე ისე დააგდეს,
ვით თეთრი ფრჩხილი, წაჭრილი შენი ნეკათითიდან!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1311 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0