Загрузка...
ჯემალ აჯიაშვილი - პენტავდა ქარი... / jemal ajiashvili - pentavda qari - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » ჯემალ აჯიაშვილი - პენტავდა ქარი... / jemal ajiashvili - pentavda qari


6:56 AM
ჯემალ აჯიაშვილი - პენტავდა ქარი... / jemal ajiashvili - pentavda qari


პენტავდა ქარი თოვლს და ღრუბელს, და საპენტელა
მგლებს მილალავდა საცხოვარში, ცხოვარს სამგლეში,
თავს იანგლებდა მასხარასთან ვიღაც ბენტერა _
იმ მასხარაზე უფრო ყბედი და უანგლესი.
მზეს კი, _ თითქოსდა დედამიწას გადაემტერა, _
დავიწყებოდა გაზაფხულის ბოლო ანდრეზი,
ბნელ ნასაყდრალთან მიმჯდარიყო სოფლის ტერტერა
და დევის ქალთან ნებივრობდა ვირი ტანტრესი.
ვინ დაგიდევდათ მზეს და მნათობს: ბევრიც გეძებნათ,
კვარს ვერ ნახავდით დედამიწის წასაქეზებლად;
ან ვის ახსოვდა მოძმის შველა და გზა უვალი,
მხოლოდ ზეცაში _ ყოვლის წიაღ, ღრუბლის ჩრდილობთან, _
ჩამომჯდარიყო გულშეძრული მამა-უფალი
და, დაღვრემილი, დედამიწის დახსნას ცდილობდა...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1718 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0