Загрузка...
შალვა ბაკურაძე - ამ ლექსის წერა დავიწყე ასე / shalva bakuradze - am leqsis tsera davitske ase - 23 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 23 » შალვა ბაკურაძე - ამ ლექსის წერა დავიწყე ასე / shalva bakuradze - am leqsis tsera davitske ase


10:21 PM
შალვა ბაკურაძე - ამ ლექსის წერა დავიწყე ასე / shalva bakuradze - am leqsis tsera davitske ase


ამ ლექსის წერა დავიწყე ასე:
წარმოვიდგინე, ვზივარ რაფაზე,
ვამტვრევ და ვისვრი ზღვისკენ სველ ფრაზებს,
თან სიგარეტსაც ვურტყამ ნაფაზებს
და კვამლი მძიმე დუმილით მავსებს.

ვწერდი, ვფიქრობდი. რა უფრო ადრე
გაჩნდა ამ ლექსში: ზღვა, თუ რომ ვამტვრევ
სიტყვებს და ან რა ბედი ეწია
ქალს ნაადრევად მოსახუცებელს,
ვისთვისაც ლექსში დიდხანს ვეძიე
კუთხე და ბოლოს აქ მოვუძებნე.

ხოლო ეს ლექსი შეივსო ასე:
მინდოდა, მაგრამ ვერ მივხვდი რაზე
უნდა მეწერა. გულდაღმა ვეგდე.
თავს ვერ ვუყრიდი გაფანტულ აზრებს.
ვხედავდი ჩემს თავს, ამ ლექსს ზემოდან,
და პირქვე გდება წუთების შემდეგ
ლექსის ნაწილი როგორ ხდებოდა.

ლექსი კი უკვე ითხოვდა წერტილს,
მაგრამ ამის თქმაც სიტყვებს ითხოვდა.
ამიტომ ვწერდი, ჯერ ისევ ვწერდი
და ლექსმა ისე შეავსო გვერდი,
არ დამეწეროს იგი ვითომდაც.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1900 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0