მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო, დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო! შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა; დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!
ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი, ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი, მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის, მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..