Загрузка...
ცირა ბარბაქაძე - გუშინ / cira barbaqadze - gushin - 25 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:35 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 25 » ცირა ბარბაქაძე - გუშინ / cira barbaqadze - gushin


4:36 PM
ცირა ბარბაქაძე - გუშინ / cira barbaqadze - gushin


რაც ხვალ მოხდება _
ეს იყო გუშინ...
აწმყო კი მხოლოდ
დროის ხიდია,
რომელსაც დააქვს
სულიდან სულში
სიცოცხლისა და ტანჯვის იდეა.
ვარ მომავალი,
რომელიც იყო,
გუშინდელ დღეში
რომელიც დარჩა...
მიდის ცხოვრება _
ერთი ხილულად,
ხოლო მეორე _
რომელიც არ ჩანს:
დაფარულია დროის დინებით,
სულ სხვა სივრცეში
ბორგავს და წვალობს,
და ელოდება, როდის იტყვიან _
არსად წახვიდე,
`შეჩერდი, წამო!~
რადგან რაც იყო,
კვლავ ჩვენთან მოვა...
რაც ხვალ იქნება,
არ არის შორი...
იქნებ თქვენ მითხრათ,
რომელი დროა _
გუშინდელსა და
ხვალინდელს შორის?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1561 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0