მთავარი » 2014»აგვისტო»25 » ცირა ბარბაქაძე - ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს ... / cira barbaqadze - ambob sitkvebma ver moaghtsies ...
4:41 PM
ცირა ბარბაქაძე - ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს ... / cira barbaqadze - ambob sitkvebma ver moaghtsies ...
ამბობ, სიტყვებმა ვერ მოაღწიეს შენამდე... დარჩნენ გაუბედავი... მე კი მიყვარხარ სწორედ ასეთი _ აუხსნელი და გაუგებარი... მე ხომ არ ვიცი, რომელი სიტყვა მოაქვს შენამდე ქარსა და ნიავს, სათქმელი უკვე ფიფქებით ითქვა და ახლა ღრუბლებს ცისაკენ მიაქვს...
მე ხომ არ ვიცი, შენთვის ვინა ვარ, გიწერ ბარათებს, აღარ გიგზავნი, ჩემთვის, ლექსებში დაგაბინავე, ჩემი ცხოვრების არსიც, მიზანიც... შენ ხარ და მეტი რა უნდა გითხრა, მე შენი სუნთქვის ვრჩები ხიზანი. უკვე ბალახი მოედო სიტყვას, ისე ნაზი და გაუბედავი... რა ვქნა... მიყვარხარ სწორედ ასეთი _ აუხსნელი და გაუგებარი!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..